top of page

დისპეტჩინგი - სახმელეთო ლოჯისტიკა ამერიკაში

Price

1200 ლარი

Duration

16 ლექცია

შესაძლებელია თანხის გადანაწილება

კურსის ხანგრძლივობა - 4 კვირა

ლექციების რაოდენობა - 16

ლექციების ხანგრძლივობა - 2 საათი ( ოფლაინ/ონლაინ)

კურსის დაწყების თარიღი - 14 სექტემბერი

შეხვედრის ადგილი : მერაბ ალექსიძის #3 "კოლაიდერ სფეისი"


კურსის მიზანი - ისწავლოთ ტვირთების აღება, საიტები, ტერმინოლოგია და  აკადემიურ საუბარი თანამონაწილე კომპანიებთან. სწავლის პროცესში გაეცნობით საიდუმლოებებს და ინფორმაციას, რომელსაც სხვა არ გაგიზიარებთ.


კურსის შედეგად - შეძლებთ დისპეტჩინგის კომპანიის ჩამოყალიბებაში და დროთა განმავლობაში მილიონიან ბრუნვაზე გასვლაში.


სპიკერი - თორნიკე გუბათაშვილი - სფეროში 3 წლიანი გამოცდილების მქონე ლექტორი, გაგიზიარებთ მარკეტის სპეციფიკებსა და საკუთარ გამოცდილებას.


კურსის ბოლოს - გადმოგცემათ ტერმინოლოგიის, ხელშეკშეკრულებებისა და მუშაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის დრაფრტები.


მოკლე შესავალი: არ მინდა სტანდარტული სილაბუსის დაწერა, ჩამონათვალში რეალურად ვერ გაიგებთ რამდენად ღრმა და მრავალ უნარჩვევებიან პროფესიაზე გვაქვს საუბარი.

 

ტრანსპორტირება ყოველთვის მთავარი ჯაჭვი იყო ცივილიზაციების სიცოცხლის და განვითარებისთვის. ძველი პერიოდიდან მოყოლებული ჯერ არც მიუღწევია პიკს მის სრულფასოვნებას.

 

წარმოიდგინეთ ნებისმიერი ნივთი, საჭმელი, სასმელი, ძაღლის საჭმელი, ნაგავი, ტანსაცმელი, სამედიცინო დანადგარები და ა.შ ყველაფერი მზადდება ერთ კონკრეტულ ადგილს და იგზავნება მსოფლიოს მასშტაბით.

 

აქ შემოდის ლოჯისტიკა. კი ჩვენთან კონკრეტულად ამერიკის სახმელეთო ლოჯისტიკას შეისწავლით, ვინაიდან პროფესიულად ყველაზე მარტივად ათვისებადი ბაზარი აქვს თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ჩვენი ლექციები მარტივი და პრიმიტიული იქნება.

 

ჩემგან შეისწავლით შემდეგ მასალას, უნარებს და მსოფლმხედველობას:

8 ოფიციალური შეხვედრა + 12 პრაქტიკული შეხვედრა

 

ოფიციალური შეხვედრა - როგორ იქმნება სატრანსპორტო კომპანია,

რა სჭირდება რომ იფუნქციონიროს,

დაზღვევა და მისი ხრიკები,

სწორად ავარჩიოთ კორპორაცია TAX ების მინიმალური გაცვლისთვის.

 ამერიკის რუკა

ავტობანები და მათი ხრიკები

როგორ შევარჩიოთ მანქანა და მისი ნაწილები

სრული ტერმინოლოგიის კატალოგი

დისპეტჩერის როლი და განვითარების გზები

ბროკერები და მათთან კომუნიკაციის ხრიკები

ვიყურებით მომავალში

კოლექტიური აზროვნება

ხელოვნური ინტელექტის ათვისება და საჩვენოდ გამოყენება

როგორ ავიღოთ ტვირთი

როგორ ვევაჭროთ ბროკერებს

ყველა თრაქის და ტრაილერის კატეგორიზაცია და სპეციფიური განხილვა

მარკეტის ანალიზი, ბაზრის მონიტორინგი, 1 ნაბიჯით წინ ყურება

ყველანაირი კონტრაქტების მიმოხილვა და შევსება პრაქტიკულ დავალებებში

მთავარი მოთამაშეების გეგმების შიგნიდან გაცნობა

მონოპოლისტები და მათი მანიპულაციები

პრობლემები და მათი მოგვარების ხერხები

მოკლედ შეისწავლით ყველაფერს რაც კი არის საჭირო რომ კომპანია შექმნათ ნულიდან და განავითაროთ წარმატებულ სადისპეტჩერო ულევი ფულის შოვნის პოტენციალით.

 

პრაქტიკული შეხვედრები: ეს ნაწილი მოიცავს პრაქტიკულ ვარჯიშებს უშუალო სამუშაო პროცესში.

შეხედავთ დისპეტჩერის სამუშაო დღეებს

სტუდენტებზე მორგებული სიმულირებული სამუშაო გარემო

დაჯდებით ნოუთბუქთან

აიღებთ ტვირთებს

გაესაუბრებით ბროკერებს

გააკეთებთ მარკეტის ანალიზს

გამოიკვლევთ ბაზარს

გექნებათ ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოები

ინგლისური ენის პრაქტიკული ვარჯიშები

ინდივიდუალური უნარჩვევების ანალიზი და დახვეწა

გექნებათ იმიტირებული პროცესი ყველა ტრაილერის კატეგორიისთვის კვირების დაგეგმარების

და კიდევ უამრავი საიდუმლოებები

თითოეული პრაქტიკული შეხვედრა გრძელდება 3-6 საათის განმავლობაში

გაესაუბრებით კურსდამთავრებულებს და გამოცდილ დისპეტჩერებს

 

რაც ყველაზე მთავარია, ლექციები ჩატარდება კეთილმოწყობილ გარემოში სადაც გაიცნობთ თქვენს კოლეგებს, მოგეცემათ შესაძლებლობა მეგობრების გაჩენის და მოტივირებული გუნდის შექმნის. ბაზარი უნიკალურად დიდია სადაც დიდი და ძლიერი გუნდი იმარჯვებს.

გვაქვს მომავლის მზერა სადაც რა გველოდება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიგებთ თუ წარმატებით დახურავთ კურსს.

შემოგვიერთდი ჩვენს დიდ ბაბლში, კოლექტიურად გავხდეთ მილიონრები!

თქვენ ჩემგან წაიღებთ ინფორმაციას, მე კი თქვენი სახით შევიძენ უნიკალურ მეგობრებს!


თორნიკე გუბათაშვილი


Your Instructor

ქართულ-ამერიკული ლოჯისტიკური კომპანიის დამაარსებელი,3 წელზე მეტია რაც წარმატებით ოპერირებს ამ ბიზნესში.

bottom of page