გამარჯობა 🙂
მე ვარ ანასტასია ნუგზარიშვილი.
სპეციალობით დავამთავრე არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი, თუმცა როგორც სტუდენტების უმრავლესობას ემართება, მეც ჯერ კიდევ საკუთარი თავის ძიების პროცესში აღმოვჩნდი და მივხვდი, რომ ზუსტად არ ვიცოდი რა მინდოდა 🙂
ჩემი ინტერესის სფერო მაინც შემოქმედებითობის ფარგლებში ტრიალებდა და ამ ძიების პროცესში მივხვდი,რომ დამაინტერესა გრაფიკული დიზაინის სფერომ. გადავწყვიტე, აქაც უნდა ვცადოთქო ბედი და სწორედ ამ მცდელობის შედეგია კოლაიდერის სივრცეში არსებული ქართული ფილმების პოსტერები, რომლებიც ჩემი გრაფიკული დიზაინის კურსის საფინალო ნამუშევარია.
საფინალო პროექტის დავალება იყო, შეგვექმნა პოსტერები. რა თემაზე გავაკეთებდით, ამაში სრული თავისუფლება გვქონდა.
კარგად ვიცით, რომ ჩემი თაობის უმეტესობა გადართულია ძირითადად უცხოურ კულტურაზე, მეც იმდენი არ ვიცი ქართულ შემოქმედებაზე, რამდენიც ვთვლი, რომ საჭიროა და ეს ფაქტი ყოველთვის ძალიან მაწუხებდა. განსაკუთრებით კი ის ფაქტი მაწუხებს, რომ ბევრი ქართველია საკუთარი ქვეყნიდან გაქცევაზე და მიზანი აქვს უცხოეთში ცხოვრების. ჩემი აზრით ამის მიზეზი ნაწილობრივ ზუსტად ქართულ შემოქმედებას მოწყვეტაა.
შესაბამისად, გადავწყვიტე ჩემ მიერ არჩეული თემით მესაუბრა და რაღაც მცირედი სათქმელი მაინც გადმომეცა, აქცენტი გამეკეთებინა ქართული შემოქმედების ღირებულებაზე, თან ისე, რომ ჩემი თაობის ინტერესის სფეროს მორგებოდა. ასეთად კი დავინახე ფილმები.
ქართული ფილმები ცალკე სამყაროა და საკუთარი, ღირებულებები აქვს, გამორჩეულია ურთიერთობებით, ღირებულებებით, ფასეულობებით, იუმორით და რაღაც სხვანაირი, სუფთა სიყვარულით, ვეცნობით მართლა საოცარ მელოდიებს, მსახიობებს... ქართული ფილმებით ვეცნობი ჩემს ქვეყანას, ქართველ ხალხს და მიჩნდება სიამაყის შეგრძნება.
შესაბამისად, ამოვარჩიე რამდენიმე ფილმი და შევქმენი ქართული ფილმების სერია.
კოლაიდერიდან რომ დამიკავშირდნენ, განსაკუთრებით გამიხარდა, რომ დაახლოებით მსგავსი მოტივით ეძებდნენ პოსტერებს. ფილმების სერია უნდოდათ და რატომ უცხოური, როცა ქართული პოსტერები შეგვიძლია დავკიდოთო. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რა მოტივით, ჩანაფიქრითაც ეს პოსტერები შევქმენი, ზუსტად ის მოეწონათ და ზუსტად მაშინ ვიგრძენი, რომ ჩემი ნამუშევარი დამიფასდა 🙂
❤ მართლა მინდა აღვნიშნო, რომ კოლაიდერის დამსახურებაა ისევ გული, რომ მომიტრიალდა ამ სპეციალობისკენ 🙂 მოტივაცია გამიჩნდა და კოლაიდერის სივრცეშივე გადავწყვიტე გრაფიკულ დიზაინში განვითარებისკენ ნაბიჯების გადადგმაც 🙂 მადლობა ამისთვის 🙂 ❤ ..
Comments