top of page

კურსის ფასი - 850 ლარი

კურსის ხანგრძლივობა - 6 კვირა

ლექციების რაოდენობა - 12 ლექცია

ლექციების ხანგრძლივობა - 2 საათი - სამშაბათი - შაბათი

კურსის დაწყების თარიღი - 5 ნოემბერი

კურსის ტიპი - ოფლაინ

შეხვედრის ადგილი: საბურთალო, მერაბ ალექსიძის #3 "კოლაიდერ სფეისი"


კურსის მიზანი:

კურსის მიზანია განივითარო პროფესიისთვის საჭირო უნარები, დააგროვო შესაბამისი ცოდნა და დაიკავო შენი ადგილი კომერციულ ინდუსტრიაში.  შეისწავლი პროდიუსერების ტიპებს, მათი მოვალეობებს კინოსა და სარეკლამო ინდუსტრიაში. იმუშავებ ვიდეო კონტენტის მოფიქრებაზე, დაგეგმვა/გადაღებასა და მონტაჟზე.  გაეცნობი პროდუსინგს,  როგორც ბიზნესს.

 

კურსის შედეგები:

კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ იმუშაო სარეკლამო თუ სატელევიზიო ინდუსტრიაში პროდუსერის პოზიციაზე.


სპიკერი:

თამარ თვარაძე - Fire Production Georgia-ს დამფუძნებელი და პროდიუსერი 10 წლიანი გამოცდილებით.

 

1.ლექცია - რას ნიშნავს პროფესია პროდუსერი

➢   რამდენი სახეობის პროდუსერი არსებობს, რა არის მათი მოვალეობები კინოსა და რეკლამისინდუსტრიაში.

➢   სავარჯიშო გავარჩიოთ ჩვენი საყვარელი ფილმისა და რეკლამის კრედიტებში არსებული პროდუსერების და ამოვიცნოთ ვინ შეიძლება იყოს ჩათვლილი საპოდუსერო ჯგუფში.

 

2. ლექცია - გადამღები და შემოქმედებითი ჯგუფი

➢   განხილული იქნება რა განსხვავებებია ამ ორ ჯგუფს შორის, რომელი ჯგუფი რომელი ეტაპიდან ერთვება პროექტის მიმდინარეობაში.

➢ შემოქმედებითი ჯგუფის წევრების პასუხისმგებლობები;

➢ გადამღები ჯგუფის პასუხისმგებლობები.


3. ლექცია - მოვიფიქროთ  ვიდეო კონტენტი

➢   წინა ორი სესიიდან გამომდინარე ამ სესიაზე უნდა მოფიქროთ ძალიან პატარა ვიდეო გადაღება, შეიძლება იყოს ეს რაიმე ინტერვიუ, სადაც მოწვეული ლექტორი შეგვიძლია ჩავწეროთ ან რაიმე პოდკასტი.

➢ მოხდება კონცეპტის მოფიქრება ერთად, ეს სესია გააუმჯობესებს ჯგუფურ მუშაობას და გამოვლინდებაჯგუფიდან ვის როგორი სქილები აქვს.

 

4. ლექცია - დავგეგმოთ ვიდეო კონტენტი

➢ დაიგეგმება მოფიქრებული კონტენტის გადასაღები დღე, მოვიფიქრებთ ლოკაცია სად ვიღებთ,მხატვრობის ელემენტები, მოვიძიოთ ტექნიკა რომ მზა ვიყოთ გადასაღები დღისთვის.

 

5. ლექცია - გადაღება

➢ გასვლითი ლექცია რომელიც სრულიად მიეძღვნება გადაღებას და სტუდენტები გადაიღებენ პროფესიულ დონეზე თავის პატარა მოფიქრებულ კონტენტს.

 

6. ლექცია - მონტაჟი და ლონჩინგი ვიდეოსი

➢ განიხილავთ რას ნიშნავს მონტაჟის ეტაპი და ჩვენ თვითონ შევეხებით მონტაჟს და დამონტაჟდება ვიდეო რაც იქნება გადაღებული.

➢ მოხდება ვიდეოს განთავსება და შეისწავლება ვიდეო განთავსების და მონტაჟის პროფესიული გზები.

 

7. ლექცია - პროდუსინგი - როგორც ბიზნესი

➢ სესიაზე განხილული იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა ვიდეო

➢ ინდუსტრიაში, როგორ გავუწიოთ სერვისი მათ, რა ბენეფიტებს სთავაზობს სახელმწიფო ამ ბიზნესს.

 

8. ლექცია- რეკლამის მოსამზადებელი პერიოდი გადაღებამდე გასვლამდე

 ➢ განხილული იქნება რეკლამის მომზადება გადაღებამდე ყველა ეტაპი, დავალებად მოგეცემათდაგეგმოთ Fire Production Georgia-ს მიერ გადაღებული ვიდეო.


9. ლექცია - დავალების განხილვა

➢ როგორ არის დაგეგმილი ვიდეო

➢ პროექტის თაიმლაინის შედგენა და განსაზღვრა.


10.ლექცია - კლიენტთან კომუნიკაცია

 ➢ რეპორტინგი, მეილები, კომუნიკაცია კლიენტთან

➢ ექაუნთ მენეჯერის როლის შეთავსება - აღმასრულებელ პროდუსერს.

➢ კომუნიკაციის წესები და კანონები პროექტი მიმდინარეობის ჟამს, ტენდერის ჟამს.


11. ლექცია - პრაქტიკული სამუშაო- სტუდენტები ჩაატარებენ და შეადგენენ ფაილებს როგორიც არის:

➢ ქასთინგის ქოლბექი, ლოკაციის სკაუტი, სკეჩები მხატვრობის, მუდბუქი.

➢ განხილული იქნება ძირითადი პროდუსერის სახელმზღვანელო ფაილები.

 

12. ლექცია - საკუთარი პროექტის იდეის შექმნა.

➢ რა იქნებოდა შენი იდელური პროექტი ან პროდუსქტი.

➢ ამ პროდუქტისთვის შეთავაზების გაკეთება.




კინო და ვიდეო პროდუსინგი

Price

850 ლარი

Duration

12 ლექცია

შესაძლებელია თანხის გადანაწილება

bottom of page