კურსის ფასი - 750 ლარი
კურსის ხანგრძლივობა - 4 კვირა
ლექციების რაოდენობა - 8 ლექცია
ლექციების ხანგრძლივობა - 2 საათი - სამშაბათი - ხუშთაბათი
კურსის დაწყების თარიღი - 3 დეკემბერი
კურსის ტიპი - ოფლაინ/ონლაინ
შეხვედრის ადგილი: საბურთალო, მერაბ ალექსიძის #3 "კოლაიდერ სფეისი"
ლექცია 1: უძრავი ქონების ტიპები და მესაკუთრის ფსიქოლოგია
რა უნდა გავაკეთოთ რომ გავხდეთ ტოპ გაყიდვების ექსპერტი;
უძრავი ქონების მახასიათებლები - რას ვყიდით და როგორ უნდა
შევისწავლოთ პროდუქტი;
როგორ უნდა შევაფასოთ უძრავი ქონება;
რა სურს უძრავი ქონების მესაკუთრეს ჩვენგან და როგორია მისი
ფსიქოლოგია;
ჩვენი მომსახურების განმასხვავებელი ასპექტები და მათი წარმოჩენა;
ლექცია 2: მოლაპარაკების ტექნიკები და მყიდველის ფსიქოლოგია
როგორ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები;
რა სურს მყიდველს ჩვენგან და როგორ უნდა დავიმსახუროთ მისი
კეთილგანწყობა;
ჩვენი მომსახურების განმასხვავებელი ასპექტები და მათი სწორად
წარმოჩენა მყიდველთან;
რას ნიშნავს და რა უპირატესობები აქვს ექსკლუზიურ ურთიერთობებს;
ექსკლუზიური თანამშრომლობის ტექნიკები და მათი გამოყენების გზები;
ლექცია 3: დეველოპერული მიმართულება და უძრავი ქონების მარკეტინგი
მშენებარე და ახალი აშენებული პროექტები;
როგორ წავიკითხოთ ნახაზი;
როგორ განვასხვავოთ კარკასის ტიპები;
რა გზას გადის პროდუქტი მომხმარებლამდე;
გაყიდვების მეთოდები დეველოპერულ პროექტში;
ლექცია 4: ვორქშოპი დეველოპერულ პროექტში
ნახაზების წაკითხვა პროექტის მიხედვით;
უძრავი ქონების კარკასული მდგომარეობის სწორად წარმოჩენის
მეთოდები;
ვიზუალიზაცია;
სიმულაცია;
ლექცია 5: საბანკო სექტორი უძრავ ქონებაში- მოწვეული ექსპერტი, არჩილ თათარაშვილი - საქართველოს ბანკის საცალო გაყიდვების ფილიალის მმართველი
დაკრედიტების ზოგადი პრინციპები;
ბანკის პარტნიორი და არაპარტნიორი სამშენებლო კომპანიები;
სესხები ემიგრანტებისა და არარეზიდენტებისთვის;
ქონების შეფასების სპეციფიკა;
რატომ საბანკო სესხი;
ლექცია 6: იურიდიული საკითხები- მოწვეული ექსპერტი, თამაზ თოდრაძე - Nexia Georgia-ს იურიდიული მიმართულების პარტნიორი
საჯარო რეესტრი;
ნასყიდობის ხელშეკრულება და მისი არსებითი პირობები;
ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით;
ნასყიდობის ხელშეკრულება ვალდებულების გადაკისრებით;
ნასყიდობა გადახდის განვადებით;
უპირატესი შესყიდვის უფლება;
ბე-ს ხელშეკრულება;
ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის
გარეშე;
გაცვლის ხელშეკრულება;
ლექცია 7: ვორქშოპი საცხოვრებელ უძრავ ქონებაში
როგორ წარმოვაჩინოთ საცხოვრებელი უძრავი ქონება;
როგორ გადავიღოთ ფოტო-ვიდეო სწორად;
სიმულაცია;
ლექცია 8: ფინალური დავალება